Core Web Vitals — რატომ არის საიტის სიჩქარე SEO-სა და რეკლამისთვის მნიშვნელოვანი
სწრაფი საიტი მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის — ის პირდაპირ მოქმედებს ნდობაზე, რეკლამის ეფექტურობაზე და Google-ში გამოცდილების სიგნალებზე.

საიტის სიჩქარე მომხმარებლის მოთმინებასთან პირდაპირ კავშირშია. თუ გვერდი ნელა იტვირთება, განსაკუთრებით მობილურზე, ადამიანი ხშირად უკან ბრუნდება და კონკურენტთან მიდის.
რა არის Core Web Vitals
Core Web Vitals ძირითადად ზომავს სამ რამეს: რამდენად სწრაფად გამოჩნდება მთავარი კონტენტი, რამდენად სწრაფად რეაგირებს გვერდი მოქმედებაზე და ხომ არ „ხტება“ layout ჩატვირთვისას.
რა ამძიმებს საიტს
- დიდი PNG/JPG სურათები
- ავტომატურად გაშვებული მძიმე ვიდეოები
- ზედმეტი plugin/script
- არასწორი font loading
- დიდი shadow/blur ეფექტები
პრაქტიკული დასკვნა
საიტი უნდა დაიწყოს სწრაფი hero სურათით, lazy-load ქვედა სექციებით და მხოლოდ საჭირო JavaScript-ით. სილამაზე კარგია, მაგრამ თუ scroll ჭედავს, დიზაინი ბიზნესს აღარ ეხმარება.
ხშირად დასმული კითხვები
მოკლე პასუხები საიტების დამზადებაზე, ფასებზე და სამუშაო პროცესზე.


